Skip to main content

Posts

მე- შეტყობინების დანერგვა "ემოციები"

 9 ნოემბერს სადამრიგებლო საათის ფარგლებში VII გ კლასში ვისაუბრეთ თემაზე "ემოცია და მისი იდენტიფიცირება" .  ამასთანავე პროექტის- "სოციალურ-ემოციური უნარების განვითარება საბაზო საფეხურზე" - ფარგლებში ამავე კლასში დავნერგე "მე-შეტყობინება" დამრიგებელი სთავაზობს მოსწავლეებს, რომ ჩამოთვალონ მათთვის ნაცნობი ემოციები. ემოციების იდენტიფიცირების  შემდეგ კი იმართება დისკუსია კითხვაზე: რამდენად გვეხმარება ადამიანებთან კომუნიკაციისას ემოციები?  რამდენად მნიშვნელლოვანია ემოციების მართვის უნარი?  
Recent posts

უნდა გვეშინოდეს თუ არა კრიტიკის?

 19 ოქტომბერს VII გ კლასში სადამრიგებლო საათის ფარგლებში ვისაუბრეთ თემაზე: "უნდა გვეშინოდეს თუ არა კრიტიკის?" დამრიგებელი მოსწავლეებს უსვამს შეკითხვას, თუ როგორ ესმით სიტყვის `"კრიტიკა" მნიშვნელობა? სთავაზობს განმარტებით ლექსიკონში მის მოძიებას. შემდეგ კი იმართება დისკუსია შემდეგ კითხვებზე: 1. რა შემთხვევაში მივმართავთ კრიტიკას? რა შემთხვევაში გვაკრიტიკებენ? 2. რატომ არის კრიტიკა უსიამოვნო? 3. საჭიროა თუ არა კრიტიკა? 4. როგორი ფორმით უნდა მოხდეს კრიტიკა? ამ კითხვებზე დისკუსიის შემდეგ კი დამრიგებელი სთავაზობს მოსწავლეებს სიტუაციურ ამოცანას. ბოლოს კი, დამრიგებელი აჯამებს მსჯელობის შედეგებს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ჯანსაღი კრიტიკა ნიშნავს ობიექტურ შეფასებას. შეფასება, უკუკავშირი კი აუცილებელია. კრიტიკისას უნდა შევეხოთ ნამუშევარს, საქციელს და არავითარ შემთხვევაში პროვნებას.

გატაცება თუ დამოკიდებულება?

 5 ოქტომბერს VII გ კლასში სადამრიგებლო საათის ფარგლებში ვისაუბრეთ თემაზე "გატაცება თუ დამოკიდებულება?".  დისკუსიისას მოსწავლეებმა იმსჯელეს შემდეგ კითხვებზე: რას მიმართავენ მოსწავლეები და მათი თანატოლები იმისთვის, რომ დაისვენონ, ხასიათზე მოვიდნენ თავისუფალ დროს? რამდენ დროს უთმობენ ასეთი ტიპის საქმიანობას? შეიძლება რომ ასეთი ტიპის გატაცება იქცეს პრობლემად?  ბოლოს კი შეაჯამეს, რომ ზოგჯერ გარკვეული გატაცება ადამიანის მთელ დროს მოიცავს და სხვა ინტერესებზე უარს ათქმევინებს. ასეთ შემთხვევაში გატაცება პრობლემად იქცევა ხოლმე.

ბავშვთა უფლებები და მოვალეობები

 5 ივნისს სადამრიგებლო საათის ფარგლებში VIგ კლასსთან ჩატარდა კლასის საათი "ბავშვთა უფლებებსა და მოვალეობებზე.  1989 წელს გაერომ მიიღო ბავშვის უფლებათა კონვენცია. ბავშვთა უფლებების კონვენცია საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან. ჟან ჟაკ რუსო ტრაქტატში საზოგადოებრივი შეთანხმების შესახებ (1762) წერდა, რომ `ხალხი, რომელიც ემორჩილება კანონებს, უნდა იყოს მისი შემქმნელიც. დამრიგებელმა მოსწავლეებს სთხოვა, გაიხსენონ ბავშვთა უფლებები და დაფაზე დააფიქსირონ ჩამონათვალი. ბავშვთა უფლებების კონვენციაში შესული უფლებები შემდეგ ჯგუფებად არის გაერთიანებული: ძირითადი უფლებები - სიცოცხლის, სახელის ან მოქალაქეობის ქონის        უფლებები ნორმალური ოჯახური გარემოს არსებობის აუცილებლობის შესახებ; უფლებები - მიმართული ბავშვის თავისუფალი პიროვნული განვითარების ხელშეწყობისკენ; უფლებები - მიმართული ბავშვის კულტურული განვითარებისკენ; უფლებები, რომელიც იცავს ბავშვებს სხვადასხვა ექსტრემალური სიტუაციებისგან. ბავშთა უფლებების დეკლარაცია ხელმოწერილია სხვადასხვა ქვეყნის მიერ, რომლებიც ვალდებულნი არიან

როგორ ვიცნობთ კლასიკას?

8-22 მაისს სადამრიგებლო საათის ფარგლებში VIგ კლასთან ჩატარდა კლასიის საათი თემაზე: "როგორ ვეცნობით კლასიკას?". დამრიგებელმა  მოსწავლეებს დაუსვა შეკითხვები: _ რა არის თქვენი საყვარელი ნაწარმოები? _ ვინ არის თქვენთვის საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი? _ რის შესახებ გიყვარს ყველაზე მეტად კითხვა? _ საიდან ვეცნობით კლასიკურ ლიტერატურას? მაგ., ალ. დიუმას, ვ. ჰიუგოს ნაწარმოებებს? (ფილმებიდან, მულტფილმებიდან თუ წიგნებიდან). დამრიგებელმა მოსწავლეებს შესთავაზა სადისკუსიო თემები: კლასიკური ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმები/მულტფილმები ხელს უწყობს თუ უშლის კითხვის სურვილის გაჩენას? რა უპირატესობა გააჩნია კითხვას?  დამრიგებელმა სთხოვა მოსწავლეებს შემდეგი სადამრიგებლო საათისთვის (22 მაისს) წარმოადგინონ თავიანთი არგუმენტები.

სტუმრად მუზეუმში

 24 აპრილს, სადამრიგებლო საათის ფარგლებში,  VIგ კლასი დამრიგებელთან ერთად  იმყოფებოდა  ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში, მოსწავლეები ინტერესით უსმენდნენ გიდის მიერ მონათხრობს, ზაქარია ფალიაშილის ბავშვობის,  ქუთაისში ცხოვრების და მოღვაწეობის წლების შესახებ. დაათვალიერეს მისი პირადი თუ პროფესიული ნივთები, რამაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე.

სტუმრად გალერეაში

 3 აპრილს სადამრიგებლო საათის ფარგლებში VIგ კლასი დამრიგებელთან ერთად იმყოფებოდა სტუმრად გალერეა "ვარლა"-ში, სადაც გამოფენილი იყო თანამედროვე ქართველი  მხატვრების ნამუშევრები, ისინი ინტერესით ათვალიერებდნენ საგაზაფხულო გამოფენას გალერეაში.