8-22 მაისს სადამრიგებლო საათის ფარგლებში VIგ კლასთან ჩატარდა კლასიის საათი თემაზე: "როგორ ვეცნობით კლასიკას?". დამრიგებელმა მოსწავლეებს დაუსვა შეკითხვები:
_ რა არის თქვენი საყვარელი ნაწარმოები?
_ ვინ არის თქვენთვის საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი?
_ რის შესახებ გიყვარს ყველაზე მეტად კითხვა?
_ საიდან ვეცნობით კლასიკურ ლიტერატურას? მაგ., ალ. დიუმას, ვ. ჰიუგოს ნაწარმოებებს?
(ფილმებიდან, მულტფილმებიდან თუ წიგნებიდან).
დამრიგებელმა მოსწავლეებს შესთავაზა სადისკუსიო თემები: კლასიკური ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმები/მულტფილმები ხელს უწყობს თუ უშლის კითხვის სურვილის გაჩენას?
რა უპირატესობა გააჩნია კითხვას?
დამრიგებელმა სთხოვა მოსწავლეებს შემდეგი სადამრიგებლო საათისთვის (22 მაისს) წარმოადგინონ თავიანთი არგუმენტები.
Comments
Post a Comment