8-22 მაისს სადამრიგებლო საათის ფარგლებში VIგ კლასთან ჩატარდა კლასიის საათი თემაზე: "როგორ ვეცნობით კლასიკას?". დამრიგებელმა მოსწავლეებს დაუსვა შეკითხვები: _ რა არის თქვენი საყვარელი ნაწარმოები? _ ვინ არის თქვენთვის საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი? _ რის შესახებ გიყვარს ყველაზე მეტად კითხვა? _ საიდან ვეცნობით კლასიკურ ლიტერატურას? მაგ., ალ. დიუმას, ვ. ჰიუგოს ნაწარმოებებს? (ფილმებიდან, მულტფილმებიდან თუ წიგნებიდან). დამრიგებელმა მოსწავლეებს შესთავაზა სადისკუსიო თემები: კლასიკური ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმები/მულტფილმები ხელს უწყობს თუ უშლის კითხვის სურვილის გაჩენას? რა უპირატესობა გააჩნია კითხვას? დამრიგებელმა სთხოვა მოსწავლეებს შემდეგი სადამრიგებლო საათისთვის (22 მაისს) წარმოადგინონ თავიანთი არგუმენტები.
Comments
Post a Comment