Skip to main content

გატაცება თუ დამოკიდებულება?

 5 ოქტომბერს VII გ კლასში სადამრიგებლო საათის ფარგლებში ვისაუბრეთ თემაზე "გატაცება თუ დამოკიდებულება?". 

დისკუსიისას მოსწავლეებმა იმსჯელეს შემდეგ კითხვებზე: რას მიმართავენ მოსწავლეები და მათი თანატოლები იმისთვის, რომ დაისვენონ, ხასიათზე მოვიდნენ თავისუფალ დროს? რამდენ დროს უთმობენ ასეთი ტიპის საქმიანობას? შეიძლება რომ ასეთი ტიპის გატაცება იქცეს პრობლემად? 

ბოლოს კი შეაჯამეს, რომ ზოგჯერ გარკვეული გატაცება ადამიანის მთელ დროს მოიცავს და სხვა ინტერესებზე უარს ათქმევინებს. ასეთ შემთხვევაში გატაცება პრობლემად იქცევა ხოლმე.



Comments

Popular posts from this blog

ბავშვთა უფლებები და მოვალეობები

 5 ივნისს სადამრიგებლო საათის ფარგლებში VIგ კლასსთან ჩატარდა კლასის საათი "ბავშვთა უფლებებსა და მოვალეობებზე.  1989 წელს გაერომ მიიღო ბავშვის უფლებათა კონვენცია. ბავშვთა უფლებების კონვენცია საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან. ჟან ჟაკ რუსო ტრაქტატში საზოგადოებრივი შეთანხმების შესახებ (1762) წერდა, რომ `ხალხი, რომელიც ემორჩილება კანონებს, უნდა იყოს მისი შემქმნელიც. დამრიგებელმა მოსწავლეებს სთხოვა, გაიხსენონ ბავშვთა უფლებები და დაფაზე დააფიქსირონ ჩამონათვალი. ბავშვთა უფლებების კონვენციაში შესული უფლებები შემდეგ ჯგუფებად არის გაერთიანებული: ძირითადი უფლებები - სიცოცხლის, სახელის ან მოქალაქეობის ქონის        უფლებები ნორმალური ოჯახური გარემოს არსებობის აუცილებლობის შესახებ; უფლებები - მიმართული ბავშვის თავისუფალი პიროვნული განვითარების ხელშეწყობისკენ; უფლებები - მიმართული ბავშვის კულტურული განვითარებისკენ; უფლებები, რომელიც იცავს ბავშვებს სხვადასხვა ექსტრემალური სიტუაციებისგან. ბავშთა უფლებების დეკლარაცია ხელმოწერილია სხვადასხვა ქვეყნის მიერ, რო...

სტუმრად გალერეაში

 3 აპრილს სადამრიგებლო საათის ფარგლებში VIგ კლასი დამრიგებელთან ერთად იმყოფებოდა სტუმრად გალერეა "ვარლა"-ში, სადაც გამოფენილი იყო თანამედროვე ქართველი  მხატვრების ნამუშევრები, ისინი ინტერესით ათვალიერებდნენ საგაზაფხულო გამოფენას გალერეაში.

სტუმრად მუზეუმში

 24 აპრილს, სადამრიგებლო საათის ფარგლებში,  VIგ კლასი დამრიგებელთან ერთად  იმყოფებოდა  ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში, მოსწავლეები ინტერესით უსმენდნენ გიდის მიერ მონათხრობს, ზაქარია ფალიაშილის ბავშვობის,  ქუთაისში ცხოვრების და მოღვაწეობის წლების შესახებ. დაათვალიერეს მისი პირადი თუ პროფესიული ნივთები, რამაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე.