19 ოქტომბერს VII გ კლასში სადამრიგებლო საათის ფარგლებში ვისაუბრეთ თემაზე: "უნდა გვეშინოდეს თუ არა კრიტიკის?"
დამრიგებელი მოსწავლეებს უსვამს შეკითხვას, თუ როგორ ესმით სიტყვის `"კრიტიკა" მნიშვნელობა? სთავაზობს განმარტებით ლექსიკონში მის მოძიებას. შემდეგ კი იმართება დისკუსია შემდეგ კითხვებზე:
1. რა შემთხვევაში მივმართავთ კრიტიკას? რა შემთხვევაში გვაკრიტიკებენ?
2. რატომ არის კრიტიკა უსიამოვნო?
3. საჭიროა თუ არა კრიტიკა?
4. როგორი ფორმით უნდა მოხდეს კრიტიკა?
ამ კითხვებზე დისკუსიის შემდეგ კი დამრიგებელი სთავაზობს მოსწავლეებს სიტუაციურ ამოცანას.
ბოლოს კი, დამრიგებელი აჯამებს მსჯელობის შედეგებს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ჯანსაღი კრიტიკა ნიშნავს ობიექტურ შეფასებას. შეფასება, უკუკავშირი კი აუცილებელია. კრიტიკისას უნდა შევეხოთ ნამუშევარს, საქციელს და არავითარ შემთხვევაში პროვნებას.
Comments
Post a Comment